ვალენსია ცეცხლის ფესტივალს მასპინძლობს

ვალენსია ცეცხლის ფესტივალს მასპინძლობს

ესპანეთის ქალაქი ვალენსია ყოველწლიურ ცეცხლის ფესტივალს მასპინძლობს. Las Fallas დღესასწაული, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ქალაქის ქუჩებში კოსტუმირებული მსვლელობით, თოჯინებითა და გრანდიოზული ფოიერვერკით აღინიშნება.

დღესასწაულის მთავარი სანახაობა გიგანტური თოჯინების სკულპტურებია, რომელიც მუყაოსგან, ქაღალდისგან და ხისგან იქმნება. დიდი პოპულარობით სარგებლობს ესპანელი სელებრითებისა და პოლიტიკოსების თოჯინებიც.

დღესასწაულის კულმინაციას La Crema-ს (ცეცხლმოკიდებული) უწოდებენ. საღამოს ფოიერვერკს უშვებენ. როდესაც შეკრებილი საზოგადოება გალობას იწყებს, ქუჩის განათება ქრება და ღამის 12 საათზე ყველა თოჯინას ცეცხლს უკიდებენ.

დღესასწაულზე მობილიზებულია სახანძრო მანქანები და სამაშველო ბრიგადები, რათა ქალაქის შენობები ხანძრისგან დაიცვან.

ყოველწლიურად ხალხი 1 საუკეთესო თოჯინას არჩევს. თოჯინას, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს, არ წვავენ და ადგილობრივ მუზეუმში ინახავენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია amusingplanet.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს