ირლანდიაში "ტიტანიკის" კატასტროფიდან 100 წლის თავზე Galway-Mayo-ს ინსტიტუტის სტუდენტებმა საკრუიზო ლაინერის პირველი კლასის მგზავრების მენიუს მიხედვით სადილი მოამზადეს. 11 კერძიანი სადილის ფასი 160 დოლარი იყო.
მომავალი მზარეულები, ოფიციანტები და მენეჯერები მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ იმ კერძების და ატმოსფეროს აღდგენას შეეცადნენ, რომელიც ხომალდზე აისბერგის შეჯახებამდე რამდენიმე საათით ადრე სუფევდა.
"სადილი "ტიტანიკის" დაღუპვის 100 წლისთავს მივუძღვენით, გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ჩაძირულ ხომალდზე მოგონებები ცოცხლობს,”- განაცხადა უნივერსიტეტის ერთ-ერთმა მასწავლებელმა და პროექტის ავტორმა, ნოელ ლოუნეინმა.
11 კერძს შორის გამოირჩეოდა Oysters a la Russe,(მოლუსკები რუსულად), ხოლო პირველი კერძი, რომელიც მაგიდაზე მიიტანეს Consommé Olga (საქონლის წვნიანი) იყო.
მთავარ კერძად სტუმრებს ბატი კალვადოსის სოუსით, ცხვრის ხორცი პიტნის ჟელეთი და ფორესტერის საქონლის ხორცი მიუტანეს. გარნირად კარტოფილი და ბოსტნეული გამოიყენეს. ხოლო დესერტი - ლაინერის ფორმის ტორტი იყო.
გარდა ამისა, მსურველებს შეეძლოთ ატმის ჟელე, შოკოლადის ეკლერი, ვანილის ნაყინი და ხილის და ყველის ასორტი გაესინჯათ.
"ტიტანიკი" აისბერგს 1912 წლის 14 აპრილს შეეჯახა.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.