ქუთაისში მდებარე მეტალურგიული ქარხნის, "ფრეშ ჯორჯიას" ხელმძღვანელობამ 200 მუშა სამსახურიდან გაათავისუფლა. სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტ თამაზ დოლაბერიძის განმარტებით, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი კონტრაქტები დარღვევებით არის შედგენილი. მისი თქმით, ასევე უკანონოა მიზეზი, რითაც მუშებს საწარმოს დატოვება მოუხდათ. მიუხედავად ამისა, პროფკავშირის ხელმძღვანელის შეთავაზებაზე სასამართლო დავის წამოწყებასთან დაკავშირებით, მუშებმა უარი განაცხადეს.
"კომენტარს ვერ მოგცემთ, იქნება გადაუბრუნდეთ ჭკუა და დამაწყებინონ ისევ მუშაობა, ჩემთვის ერთადერთი შემოსავალი ხომ ეგ იყო?" - ამბობს ერთ-ერთი მუშა.