ჰერმესსა და აფროდიტას ვაჟი ჰყავდათ - შესანიშნავი ჭაბუკი, რომელსაც მშობლების პატივსაცემად ჰერმაფროდიტი დაარქვეს. ერთხელ ის ნიმფას შეუყვარდა, თუმცა საპასუხო სიყვარული ვერ მიიღო. ნიმფა ღმერთებს შეევედრა შველას და მათაც ნიმფა თავის ვნების ობიექტთან ერთ არსებად აქციეს.
ასე მოგვითხრობს ძველბერძნული მითი. ძველად საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ჰერმაფროდიტის კულტიც კი არსებობდა. თუმცა თანამედროვე სამყაროში ადამიანები, რომლებიც ბუნებამ ორივე სქესის ნიშნებით "დააჯილდოვა", ცდილობენ ეს დამალონ. რუსი ნასტია იშვიათი გამონაკლისია. თუმცა ეს აუცილებლობის გამო ხდება - პროფესია ავალდებულებს.
ნასტიას განცხადება რუსეთში ძალიან პოპულარულ ინტიმმომსახურების საიტზე იუწყება, რომ მას დაბადებიდან ორი სასქესო ორგანო აქვს. ამიტომაც, დაინტერესებულ კლიენტებს სექსის ოთხ სახეობასაც კი სთავაზობს. "ნებისმიერ კაცს ვუპოვი გასაღებს!" - ასეთ გარანტიას იძლევა 22 წლის ფერია ოთხი ზომა მკერდით და 178 სანტიმეტრი სიმაღლით.
თურმე საბჭოთა კავშირში ჰერმაფროდიტებს ჩვილობაშივე უკეთებდნენ ოპერაციას. არადა, ზრდასრულ ასაკში ადამიანს შეიძლებოდა კაცად ეგრძნო თავი და კაცის ორგანო აღარ ჰქონოდა.
ნასტია საბჭოთა კავშირს ვერ მოესწრო, ამიტომაც გადაურჩა ალბათ ოპერაციას. მოსკოვში რომელიღაც პროვინციიდან ჩამოვიდა, სადაც მშობლების გარეშე, ბებიასთან გაიზარდა. თავს მეტად გოგონად გრძნობს. "ახლა ასეა, მაგრამ თუ უცებ თავში დამარტყამს, კაციც ვიქნები... არა, ვხუმრობ. რა თქმა უნდა, გოგო ვარ და ყოველთვის ქალად ვგრძნობდი თავს, თუმცა ორივე ორგანო მქონდა, - ამბობს ნასტია, - ხშირად ჩვენ ტრანსსექსუალებში ვერევით, მაგრამ მათ სულ სხვა პრობლემა აქვთ - ადამიანი, დავუშვათ, კაცის სხეულში იბადება, მაგრამ არსებითად ქალია. ჰერმაფროდიტებს კი, უბრალოდ, ორი ორგანო აქვთ".
ნასტია ამბობს, რომ ინტერნეტით რამდენიმე გოგონა ჰერმაფროდიტი გაიცნო, ასეთი კაცები კი ჯერ არ შეხვედრია. ერთ-ერთი მისი მეგობარი ჰერმაფროდიტი წარმატებული მენეჯერია და ვერავინ ვერ ხვდება მის საიდუმლოს. "მე მერგო ასე, რომ საკმაოდ დიდი ზომის პენისი მაქვს, თორემ ყველას კი არ აქვს ასე. შეიძლება ტანზე მომდგარი სამოსიც ეცვას, მაგრამ თავში აზრად არ მოგივიდეთ, რომ მას ორი ორგანო აქვს. შეიძლება ნებისმიერი თქვენი მეზობელი ან კოლეგა იყოს ჰერმაფროდიტი".
ნასტია იმასაც აღიარებს, რომ ორივე სქესთან აქვს ინტიმური ურთიერთობა, თუმცა მამაკაცის როლს არასდროს ირგებს. "უბრალოდ, ფსიქიკას ვუფრთხილდები, თორემ ბიოლოგიურად ამის გაკეთებაც შემიძლია. ვიმეორებ, მე გოგო ვარ და კაცები მომწონს".
ნასტია ამბობს, რომ მისი კლიენტები მოსკოვური ბოჰემის წარმომადგენლები არიან, საკმაოდ ცნობილი ადამიანებიც. მომავალში კი ჩვეულებრივ ქალურ ბედნიერებაზე ოცნებობს და კიდევ... ოპერაციაზე. "სწორედ ამისთვის ვმუშაობ. მინდა ოპერაცია გავიკეთო და კიდევ ბინა ვიყიდო მოსკოვში, ჩემი კუთხე მინდა, რომ არავისზე ვიყო დამოკიდებული".
ცნობისათვის:
ჰერმაფროდიტიზმი ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში. მაღალი მცენარეების დიდი ნაწილი ჰერმაფროდიტია, ასევე გავრცელებულია ის უხერხემლოებში, მოლუსკებში, მრგვალ ჭიებში. საინტერესოა, რომ მდედრ აფთარს ე.წ. ცრუ პენისი აქვს: მტრებს ჰგონიათ, რომ მამრია და თავს ანებებენ.
Экспресс газета
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)