საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ევროპისა და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკი (EBRD) "საქართველოს ბანკის" აქციონერები გახდნენ. აღნიშნულმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა "საქართველოს ბანკისთვის" გაცემული სესხების ნაწილის კონვერტაცია ბანკის სააქციო კაპიტალში მოახდინეს.
ორივე საფინანსო ინსტიტუტმა "საქართველოს ბანკის" სააქციო კაპიტალში 26-26 მლნ აშშ დოლარის სესხების კონვერტირება მოახდინა. ეს იმ 200 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების ნაწილია, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებმა "საქართველოს ბანკს" 2008 წელს გამოუყვეს. კონვერტირების შედეგად თითოეული მათგანი "საქართველოს ბანკის" 4.58 პროცენტის მფლობელი გახდა.
"საქართველოს ბანკის" გადაწყვეტილებას აქციების განთავსების თაობაზე ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისინგში ძლიერი მხარდაჭერა მოჰყვა ბანკის პარტნიორებისაგან. პრემიუმ ლისინგის შედეგად, რომლის მიზანია ინვესტორების ბაზის გაფართოება და აქციების ლიკვიდურობის ზრდა, "საქართველოს ბანკი" ინვესტორებს სთავაზობს მაღალი დონის გამჭვირვალობას, სწრაფად მზარდ და კარგად რეგულირებულ საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ხელმისაწვდომობას", - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე არჩილ გაჩეჩილაძე.
საქართველოს ბანკის" სააქციო კაპიტალში შესვლით ჩვენ ხელს ვუწყობთ ბანკის კლიენტებისთვის, მათ შორის მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია დასაქმებისა და ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის", - აღნიშნა ტომაშ ელმამიმ.
"საქართველოს ბანკი" ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების, მთლიანი სესხებისა და კლიენტთა დეპოზიტების მიხედვით. ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციულ და საცალო საბანკო, დაგროვებითი, ქონების მართვის, საბროკერო და სადაზღვევო მომსახურებას.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9