კახა ბენდუქიძე - საქართველოში რუსული კაპიტალი არც ისე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი

კახა ბენდუქიძე - საქართველოში რუსული კაპიტალი არც ისე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი

დღეისთვის საქართველოში რუსული კაპიტალი არც ისე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ რადიოსადგურ "ეხო მასკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ძალიან მცირეა იმ კომპანიების რიცხვი, სადაც რუსული კაპიტალი შევიდა.

ბენდუქიძის განცხადებით, მცირე ჩამონათვალში შედის "თელასი". რაც შეეხება  Georgian Water & Power-ს, აქ, ბენდუქიძის განმარტებით, შერეული კაპიტალია - ქართულ და ევროპულ კაპიტალთან ერთად არის რუსულიც.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა "თელასი" სტრატეგიული ობიექტი, რომლის გაყიდვის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ, ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ ასე არ არის.

"ჯერ ერთი, მინდა გავიმეორო, რომ ეს მოხდა 2003 წელს. მე მაშინ რუსეთში მშვიდად ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. მეორეც - მე ვერაფერ სტრატეგიულს ამაში ვერ ვხედავ. უფრო მეტიც, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ყველანაირი მოსაზრებები სტრატეგიულობასთან მიმართებაში მცდარი აღმოჩნდა იმიტომ, რომ "თელასის" გაყიდვის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის ბევრი ცუდი რამ მოხდა, თუმცა "თელასი" მუშაობას აგრძელებს", -განაცხადა ბენდუქიძემ.

მისივე თქმით, არც იმის საფრთხე არსებობს, რომ "თელასში" რუსული კაპიტალის გამო, საქართველო ოდესმე ელექტოროენერგიის გარეშე დარჩეს.

"გამორთავენ? მივალთ და ჩავრთავთ", - დასძინა კახა ბენდუქიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ