ევროკავშირის დედაქალაქებს შორის მკვლელობების და მოსახლეობაზე თავდასხმების რაოდენობით პირველი ადგილი ლიტვის დედაქალაქმა ვილნიუსმა დაიკავა. 100 000 მოსახლეზე 9, 7 კრიმინალური შემთხვევა მოდის.
სტატისტიკური სააგენტოს ”ევროსტატის” მონაცემებით, მას კვალდაკვალ ტალინი მოსდევს (100 000 მაცხოვრებელზე 6, 03 შემთხვევა). სამეულს ლუქსემბურგი ასრულებს (4, 24 შემთხვევა).
ამ მხრივ, შედარებით წყნარია ამსტერდამი (3,65) და ბრიუსელი (3,09). ბერლინმა კი მე-11 ადგილი დაიკავა.
ფინეთის დედაქალაქი რეიტინგში მე-13 ადგილზეა. ამ ქალაქში 100 000 მოსახლეზე მკვლელობის და თავდასხმის 1, 76 შემთხვევა მოდის.
ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქი მალტის დედაქალაქი ვალეტაა, სადაც 2007-2009 წლებში მკვლელობის და თავდასხმის არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.