სხვადასხვა ქვეყნის 15-მა მოქანდაკემ ბრიტანეთის ცნობილი ადამიანებისა და ლონდონის ღირშესანიშნაობების სკულპტურები წარმოადგინა - წვიმიანი ლონდონის ქუჩა შავი ტაქსით, დედოფალ ელიზაბეტის პორტრეტი, უილიამ შექსპირი, ბიგ-ბენი, ვესტმინსტერის სასახლე. ქვიშისგან შექმნილი შთამბეჭდავი სკულპტურები ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადას ეძღვნება.
ვესტმინსტერის სასახლისა და ბიგ-ბენის სკულპტურები იტალიელმა მოქანდაკემ, ლეონარდო უგოლინიმ შექმნა, ყოველ ნამუშევარზე დაახლოებით 3 000 ტონა ქვიშა დაიხარჯა. სკულპტორები ქვიშის შედევრებს უზარმაზარ სახელოსნოში ქმნიდნენ.
"ქვიშისგან სკულპტურები პირველად შევქმენი. დახურულ სივრცეში მუშაობისას გაცილებით მეტი სიამოვნება მივიღე, რადგან არ ვდარდობდი ამინდზე და მშვიდად ვმუშაობდი", - ამბობს ლეონარდო.
საზოგადოებას სკულპტურების ხილვა 14 აპრილიდან შეეძლება.
მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.