ცეროდენა ხის სახლები

ცეროდენა ხის სახლები

პროფესიით დურგალმა, 33 წლის დერეკ დიედრიქსენმა ცეროდენა ხის საცხოვრებელი სახლები ააშენა. თითო სახლზე მხოლოდ 200 დოლარი დაიხარჯა.

სახლი 8 კვადრატული მეტრია, ხოლო სიმაღლეში - 1.5 მეტრი. უჩვეულოა სახლის დეკორაციებიც - გასაშლელი ლეიბი დასაძინებლად, სარეცხი მანქანის მინა კი ფანჯრის ნაცვლად.

სახლის ინტერიერი იმდენად მიმზიდველი და კომფორტულია, რომ ბევრს უჩნდება სურვილი, თუნდაც რამდენიმე საათი დარჩეს ოთახში. დერეკმა თავისი ცეროდენა სახლების ილუსტრაციები წიგნში - "Humble Homes, Simple Shacks, Cozy Cottages, Ramshackle Retreats, Funky Forts"-ში შეიტანა.

დერეკი მინიატურული არქიტექტურით ბავშვობაში დაინტერესდა, როდესაც მამამ დაბადების დღეზე წიგნი - "Tiny Houses" აჩუქა. დერეკს რელაქსაციისთვის ამ სახლებზე უკეთესი ადგილი არსად ეგულება.

მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს