ატენის ხეობა მოსახლოების ხარჯზე განვითარდება

ატენის ხეობა მოსახლოების ხარჯზე განვითარდება

გორის რაიონში მდებარე ატენის ხეობის განვითარებისათვის მმართველი ჯგუფი შეიქმნა. როგორც ადგილობრივ საკრებულოში აცხადებენ, საქართველოს სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ატენის ხეობის სამომავლო გეგმების შესახებ გერმანულ ორგანიზაციასთან მემორანდუმი გააფორმეს.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ხმალაძის განცხადებით, ატენის ხეობაში მარნები, სასტუმროები, დასასვენებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტული შენობები, მათ შორის ცხენების გამქირავებელი ობიექტები უნდა მოეწყოს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლების თქმით კი პროექტი ამ ღონისძიებებს არ ითვალისწინებს. გერმანული მხარის მტკიცებით, ხეობაში მშენებლობებს არ გეგმავენ.

"უბრალოდ, მოსახლეობას ტრენინგებს ჩავუტარებთ და ვასწავლით, როგორ შექმნან საოჯახო სტილის სასტუმრო, როგორ მოიყვანონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და რა შესთავაზონ ტურისტებს. მათ ეს ყველაფერი თავიანთი ხარჯით უნდა გააკეთონ და არა ჩვენით", - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო შაფათავა.

სრული ვერსია იხილეთ აქ

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა