საცხოვრებელ ბინებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაწილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება. შესაბამისი ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის. კანონპროექტით დგინდება, რომ თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ქონების გადასახადისგან გათავისულფდება. თუმცა, თუ რა ფართობის მიწას შეეხება საგადასახადო შეღავათი, ადგილობრივი თვითმმართველობა დაადგენს.
გარდა ამისა, ქონების გადასახადისგან თავისუფლდება მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი.
კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა.