ლუვრი საფრანგეთის ჩრდილოეთში ფილიალს ხსნის

ლუვრი საფრანგეთის ჩრდილოეთში ფილიალს ხსნის

მალე ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებ ფრანგებს ლუვრის საგანძურის სანახავად პარიზში წასვლა და რიგში დგომა აღარ მოუწევთ. წლის ბოლოს ლუვრი ლანსში მსხვილ ფილიალს ხსნის.

ლუვრის ფილიალში 200-ზე მეტი ცნობილი ხელოვნების ნიმუში გაიგზავნება. მათ შორის "ჯოკონდა" ვერ მოხვდა, რადგან ლეონარდო და ვინჩის შედევრის მდგომარეობა მისი მოგზაურობის უფლებას არ იძლევა.

სამაგიეროდ, ამ წლის დეკემბრიდან ლანსის გალერეაში ლეორადო და ვინჩის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრის "მადონა ჩვილთან და წმინდა ანასთან ერთად " ხილვა იქნება შესაძლებელი.

პროექტის ღირებულება 150 მლნ ევროს შეადგენს. ლუვრში 205 ხელოვნების ნიმუშის სია გამოაქვეყნეს, რომლებიც ჩრდილოეთში 5 წლით დაიდებს ბინას.

გამოფენის ყველაზე  ძველი ექსპონატი მესოპოტამიური ჩვ.წ.ღ-მდე 3500 წლით დათარიღებული თიხის ფირფიტაა, რომელიც დამწერლობის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია. ყველაზე ახალი კი ეჟენ დელაკრუას 1830 წლის ტილოა - "თავისუფლება ხალხს მიუძღვის". სურათზე მკერდმოშიშვლებული, ფეხშიშველი ქალია გამოსახული, რომელიც დაღუპულების გვამებზე მიაბიჯებს, აჯანყებულებს ბრძოლისკენ მოუწოდებს და რესპუბლიკის სამფეროვან დროშას მიაფრიალებს. 

მომზადებულია Independent-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს