გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივთა განცხადებით, რამდენიმე თვეა სასმელ წყალს ერთადერთი წყაროდან იღებენ.
"სოფლის პროგრამის ფარგლებში ჭები გაბურღეს და ცისტერნაც დადგეს, რათა ყველა ქუჩა ელექტროენერგიის საშუალებით მომარაგებულიყო. წყალსაქაჩი მოტორი გაფუჭდა და ყურადღებასაც არავინ გვაქცევს", - აცხადებს მოსახლეობა.
სასმელი წყლის გარდა, ადგილობრივები სოფელში შიდა გზის მდგომარეობაზეც ჩივიან. გზა იმდენად დაზიანებულია, რომ ფეხით გადაადგილებაც ჭირს.