კომპანია "აიეტი" ჭარნალში დასასვენებელ კომპლექსს ააშენებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროექტის თანახმად, ჭარნალის სარეკრიაციო ზონაში გასართობი ცენტრი, 30 კოტეჯი და მოედანი აშენდება. შენობები ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან აიგება. "აიეტი" გათვლას იმ ტურისტებზე აკეთებს, ვისაც ბუნებაში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენება იზიდავს.
"ჩვენი რეგიონისთვის ტურისტული პოტენციალი მხოლოდ ზღვა არ არის, ვითარდება სამთო ტურიზმიც - გომარდული და გოდერძის კურორტები. დასვენების ადგილებს მალე ჭარნალის ულამაზესი ხეობა შეემატება, სადაც დასასვენებელი კომპლექსი აიგება და ტურიზმის ცენტრად გადაიქცევა", - აცხადებენ აჭარის ეკონომიკის და ფინასათა სამინისტროში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9