ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ახალი ინტერნეტ-მომსახურება ჩაუშვა, რომელიც რეალური დროის რეჟიმში მილიარდერების ქონებას აკონტროლებს.
ახალ მომსახურებას Real-Time Billionaires ქვია და რეიტინგში პლანეტის 50 ყველაზე მდიდარი ადამიანის ფინანსურ პოზიციებს ასახავს. მონაცემები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მონაცემების მიხედვით ყოველ 5 წუთში ახლდება.
რეიტინგის შემქმნელები მომხმარებლებს სთავაზობენ, ყოველ დღე თვალყური ადევნონ ყველაზე წარმატებული ადამიანები როგორ კარგავენ და შოულობენ მილიონობით დოლარს.
მაგალითად, გასულ ორშაბათს ვაჭრობის დაწყებიდან ორი საათის განმავლობაში ბირჟაზე მექსიკელი ბიზნესმენის, America Movil-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელის, კარლოს სლიმის ქონება 500 მლნ დოლარით გაიზარდა, ხოლო დღის ბოლოს მან კიდევ ერთი მილიარდი დოლარი იშოვა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი გაიმყარა. ევროპელები ამ დღეს ნაკლებად იღბლიანები აღმოჩნდნენ - ფრანგული კომპანია LVMH-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელმა ბერნერ არნომ, ერთ დღეში დაახლოებით 1,1 მლრდ დოლარი დაკარგა.
Forbes-ის 2012 წლის მილიარდერების რეიტინგში 1226 ადამიანი შევიდა. რეიტინგში მსოფლიოს 58 ქვეყნის მილიარდერია, მათ შორის საქართველოდან. მილიარდერების რაოდენობით აშშ (425-ადამიანი) ლიდერობს, შემდეგ მოდის რუსეთი (96) და ჩინეთი (95).
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.