იაპონელმა გამომგონებელმა, ნარის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერმა, სირესი ოსაკამ ობობის ქსელისგან ვიოლინოს სიმები შექმნა. პოლიმერული ქიმიის სპეციალისტი 35 წელია ობობას ქსელის შესწავლით და მისგან გამძლე ძაფის მიღებით არის დაკავებული.
მსგავსი ბუნებრივი ბოჭკოები შესაძლოა, საინტერესო მასალა აღმოჩნდეს ჯავშანჟილეტისთვის და ქირურგიული ძაფისთვის, მაგრამ გამომგონებელმა გადაწყვიტა, მათგან ვიოლინოს სიმები გაეკეთებინა - მას ამისთვის 3-5 ათასი ცალი ქსელის ძაფი დასჭირდა.
წყვეტის გამძლეობაზე გამოცდამ აჩვენა, რომ "ობობას ქსელის სიმები” ალუმინით დაფარულ ნეილონის სიმებზე გაცილებით ძლიერია. ხოლო მიკროსკოპულმა კვლევამ დაადასტურა, რომ იგი მისი ანალოგებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება - ჩვეულებრივ ერთად გადახლართული ბოჭკოვანი სიმები, მრგვალ დიამეტრს ინარჩუნებენ და ერთმანეთში ბევრ ცარიელ ადგილს ტოვებენ, ობობის ძაფებმა მრავალკუთხედი ფორმა მიიღეს და მჭიდროდ შეიკრნენ.
მომზადეულია ВВС-ის მიხედვით.