ბლოგერებს ეჭვი ეპარებათ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ფორმულა 1-ის ბოლიდს რამდენიმე საათის განმავლობაში მართავდა, როგორც ამის შესახებ ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ.
isurok-ის სახელით დარეგისტრირებულმა ბლოგერმა ინტერნეტში ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც ჩანს, რომ პუტინი რიგირიგობით ორ სხვადასხვა ავტომობილში ჯდება. "ვიდეოჩანაწერში პუტინის თითქმის არც ეხება 2009 წლის გამოშვების Рено 3.5-ს, მოძრაობაში გადაღებული ფოტო კი უბრალოდ მონტაჟია. სიუჟეტში, სადაც მან ათეულობით მეტრი გაიარა, ყველაზე სუსტი ბოლიდი - Рено 2.0 ჩანს, რომელიც მოზარდებისთვის არის განკუთვნილი. პრემიერის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ვიდეოჩანაწერშიც ორი სხვადასხვა ავტომობილია, ზოგჯერ კი კადრში ერთდროულად ორი ბოლიდი ხვდება".
ფოტოების უმრავლესობაზე პუტინი მართლაც Renault-ის F1 კლასის გასული წლის ბოლიდში ზის. ფორმულა 1-ის ბოლიდისა და Рено 2.0-ის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ადვილია. ბლოგერები ვარაუდობენ, რომ პუტინი თავდაპირველად ნაკლები სიმძლავრის ბოლიდში ჩასვეს, რათა ის სარბოლო ავტომობილის მართვას მიჩვეოდა - ეს მრბოლელების მომზადების ჩვეული პრაქტიკაა.
მომზადებულია news.rambler.ru-ს მიხედვით.