ღონისძიებაზე, რომელიც თეთრმა სახლმა სერია NASCAR-ის მრბოლელებისთვის მოაწყო, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სპორტულ ავტომობილში არ ჩასვეს.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ბოლიდის საჭესთან, რომელსაც ტონი სტიუარტი მართავდა, ძალებს სიამოვნებით მოსინჯავდა. მაგრამ სახელმწიფოს მეთაურმა, მისდა გასაკვირად, პასუხად უარი მიიღო: ჩემპიონმა აშშ-ის პრეზიდენტს საკუთარი ბოლიდი არ ანდო.
"ვშიშობდი, რომ პრეზიდენტი ავტომობილის საჭესთან დაჯდომას მოინდომებდა, ამიტომ გადაწყვეტილება თავიდანვე მივიღე. ობამამ აღნიშნა, რომ მას თეთრი სახლის წინ დაყენებული NASCAR-ის ავტომობილის ხილვა სიამოვნებს, მაგრამ მანქანა ასე აკურატულად ვერ იდგებოდა, იგი თავად პრეზიდენტს რომ დაეყენებინა", - განაცხადა სტიუარტმა.
მიუხედავად უარისა, ობამამ საკუთარი პატივისცემა ავტომრბოლელების მიმართ მაინც გამოხატა და მათი აშშ-ის არმიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა აღნიშნა. მემორანდუმის თანახმად, რომელსაც 2012 წელს მოეწერა ხელი, სამხედროები სერია NASCAR-ს აფინანსებენ, ხოლო მრბოლელები ყოფილ ჯარისკაცებს რბოლას ასწავლიან და მათთან სამუშაოდ იწვევენ.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ სამხედროებისთვის აკეთებთ. თქვენ ყველა ჯარისკაცს რბოლაში მონაწილეობის შესანიშნავ, ექსკლუზიურ გამოცდილებას აძლევთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ობამამ ასევე აღნიშნა, რომ მას სარბოლო ავტომობილის საჭესთან დაჯდომაზე უარს პირველად არ ეუბნებიან. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იგი ნამდვილი ბოლიდით ერთი წრის დარტყმაზე ოცნებობს.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.