კაჭრეთში ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი გოლფის მოედანი 35 ჰექტარზე განთავსდება.
ბიზნესმენ კახი კანდელაკის განცხადებით, მოედნის ტერიტორიასთან საფრენი ბილიკიც მოეწყობა და სტუმრებს მთელი კავკასიიდან უმასპინძლებს.
გოლფის მოედანი საბოლოო სახეს 2013 წლის ბოლოს მიიღებს. პროექტის განხორციელებაში 7 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. მოედანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორის" ტერიტორიაზე განთავსდება.