სპეციალური პარკირება მათთვის, ვისაც მანქანაში სექსი უყვარს

სპეციალური პარკირება მათთვის, ვისაც მანქანაში სექსი უყვარს

იტალიაში საკმაოდ პოპულარულია მანქანაში სექსი. ნეაპოლის ხელისუფლებამ პარკირების სპეციალური ადგილი გამოყო, სადაც ვნებიანი წყვილები საკუთარ მანქანებში განმარტოებას შეძლებენ.

ამ ინიციატივით პარტია "უფლება და თავისუფლება" გამოვიდა. მათ პარკირების შექმნის წინადადებით ქალაქის ადმინისტრაციას მიმართეს და თანხმობაც მიიღეს.

მანქანაში სექსის მოყვარულთათვის განკუთვნილი პარკირება ბარას კვარტალში განთავსდება. პარკირების კომპლექსი ერთმანეთისგან არის გამიჯნული, მათ დამცავი კედლები ყოფს.

პროექტის ავტორების თქმით, მათ მოქალაქეებისთვის კომფორტის შექმნა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამოძრავებთ. იტალიელი ახალგაზრდები ხშირად, იმისთვის, რომ მანქანაში სექსით დაკავდნენ, გარეუბნებში მიდიან, რაც ხშირად სახიფათოა.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს