თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საფასური ყოველწლიურად 100 ლარი იქნება. "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. ახალი რედაქციით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მისაღებად სანებართვო მოსაკრებელის სახით წელიწადში 100 ლარის გადახდა იქნება საჭირო.
მოქმედი კანონმდებლობით კი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა 500 ლარია. იმავდროულად, აღნიშნული საქმიანობით დაინტერესებული პირი ვალდებულია, ყოველ ხუთ წელიწადში წინასწარ გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი და მიმართოს ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ან ნებართვის გაცემის მოთხოვნით.
წარმოდგენილი ცვლილების პროექტით, ნებართვის მაძიებელი თვითონ გადაწყვეტს, რამდენი წლით უნდა აღება და სანებართვო მოსაკრებელსაც სწორედ იმდენი წლისას გადაიხდის, რამდენი წლითაც იღებს ნებართვას.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9