Pepsi-მ ახალი ქილის დიზაინი წარადგინა, რომელზეც მაიკლ ჯექსონის სილუეტია გამოსახული. Pepsi მაიკლ ჯექსონით გაყიდვაში ხვალიდან გამოვა.
გამაგრილებელი სასმელების ბაზრის გიგანტმა პოპ-ვარსკვლავთან მუშაობა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო და დღემდე აგრძელებს. Pepsi ჯექსონის სილუეტის არა მხოლოდ ქილაზე, არამედ სატელევიზიო რეკლამაშიც გამოიყენებს.
ჯექსონი 2009 წელს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა კომპანიები მის სახელს რეკლამაში დღემდე იყენებენ. ლეგენდარულ მომღერალს ვერ ელევიან მისი თაყვანისმცემლები. მალე მომღერალი სცენას ჰოლოგრაფიული გამოსახულების სახითაც ”დაუბრუნდება”.
Pepsi-ს ახალი დიზაინი პოპის მეფის ლეგენდარული ალბომის "bad"-ის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოვიდა. კომპანია საიდუმლოდ ინახავს ინფორმაციას, რა თანხას უხდის ჯექსონის ოჯახს ამ სარეკლამო კამპანიაში მისი სახელის გამოყენებისთვის.
მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.