2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ იაპონური კომპანიები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდეს. მაგალითად, კომპანია Umino Sweaweed-მ, რომელიც სუშისთვის ნორის აწარმოებს, გადაწყვიტა თავისი პროდუქტისთვის ორიგინალური ელფერი მიეცა. (ნორი წყალმცენარეა, რომელსაც სუშის შესახვევად იყენებენ).
კომპანიამ წყალმცენარეზე ლაზერის მეშვეობით სხვადასხვა ფიგურები და ჩუქურთმა ამოკვეთა და ამით კლიენტების ყურადღება მიიპყრო.
ნორზე ამოტვიფრული ნახატები იაპონურ სტილშია გადაწყვეტილი და ბედნიერების, წარმატების და ნათელი მომავლის სიმბოლოა.
მომზადებულია runov.ru-ს მიხედვით.