რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის საზეიმო ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც კრემლის გიორგის დარბაზში გაიმართება, რჩეულ სტუმრებს ტრადიციული ვახშამი ელოდებათ.
ახლადარჩეული პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე თითოეული დეტალი გათვლილია: პურის ნაჭრების სისქიდან დაწყებული, თაიგულებში ყვავილების რაოდენობითა და მიმტანების უნიფორმებით დამთავრებული.
პუტინს ინაუგურაციას 1500 სტუმარი მიულოცავს. ადგილობრივი დროით, ზუსტად 7 საათზე მიწვეულთათვის კრემლის სამი დარბაზი გაიღება.
სტუმრებს რამდენიმე დასახელების ღვინით გაუმასპინძლდებიან, მათ შორის იქნება "აბრაუ-დიურსო", ღვინო Pinot და Château le Grand Vostock-ის ფირმის Cabernet - ყველა 2008 წლის გამოშვების. სტუმრები პრეზიდენტის სადღეგრძელოს წარმოთქმას უფრო მაგარი სასმელით - Kremlin-ის მარკის არყით ან იმავე მარკის ათწლიანი დაძველების კონიაკით შეძლებენ.
მათ, ვინც ალკოჰოლზე უარს იტყვის, სხვადასხვა სახის წვენს, ჩაის, ყავასა და მინერალურ წყალს შესთავაზებენ. "სასმელის შერჩევის დროს მთავარი კრიტერიუმი ბოთლის გარეგნული იერი იყო, - განუცხადა Life News-ს ფურშეტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, - ბოთლი აუცილებლად მინის უნდა იყოს, ამასთან თითოეული მათგანი თეთრი ხელსახოცით იქნება გაფორმებული".
სუფრაზე კერძების დიდი ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი, ძირითადად, სხვადასხვა სახეობის თევზის კერძები. ხელებზე უსიამოვნო სუნისგან დასაცავად სტუმრებისთვის ერთჯერადი სურნელოვანი ხელსახოცები იქნება გათვალისწინებული.
განსაკუთრებული კერძების სახით მიწვეულებს ბროწეულის კარამელში ჩაწყობილ კრაბის ფალანგებს, კიბორჩხალას მედალიონებსა და კენკრით გაფორმებულ კურდღლის ლაბას, ე.წ. "ხალადეცს" შესთავაზებენ. სუფრას გააფორმებს ასევე სხვადასხვა სახის მარინადი, ახალი ბოსტნეული, ტკბილეული, ნაყინისა და ხილის ტორტები და სხვა დესერტები.
ჩაის სტუმრები ნამდვილი რუსული სამოვარებიდან და მოოქროვილი ჭიქებიდან დალევენ.
იხილეთ ვიდეო: ინაუგურაციის შემდეგ პუტინმა ათასობით სტუმრიდან მხოლოდ დიანა ღურწკაია გადაკოცნა
იხილეთ ასევე "რას ჭამენ კრემლში"
მომზადებულია Life News-ის მიხედვით.