წონის დაკლებაში შოკოლადი, ყველი და წითელი ღვინო დაგეხმარებათ

წონის დაკლებაში შოკოლადი, ყველი და წითელი ღვინო დაგეხმარებათ

აღმოჩნდა, რომ წითელი ღვინო, ყველი და შოკოლადი საუკეთესოა წონის დასაკლებად.

შავი შოკოლადი: შოკოლადი კალორიების ბუდედ ითვლება, მაგრამ შავი შოკოლადი ანტიოქსიდებსა და ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს, რომლებიც მეცნიერთა აზრით, ხელს უწყობს წონის დაკლებას.

კალიფორნიის უნივერსიტეტში სპეციალური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხშირად მიირთმევენ შოკოლადს, უფრო გამხდრები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ამ ნუგბარს არ მიირთმევენ. გარდა ამისა, მათ თითქმის არ აწუხებთ გულის დაავადებები.

მეცნიერები მკაცრად გვაფრთხილებენ, რომ წონაში დასაკლებად მხოლოდ შავი შოკოლადია ნებადართული, რადგანაც კვლევამ აჩვენა, რომ რძიანი შოკოლადი კალორიების შემცველია.

წითელი ღვინო: ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ წითელი ღვინის შემადგენლობა ადამიანებს წონაში დაკლებაში ეხმარება.

ე.წ. piceatannol (ფენილის ნაერთის ტიპი) ცხიმის უჯრედების ზრდას აფერხებს.

დღეში 1 ჭიქა წითელი ღვინით დაამარცხებთ ჭარბ წონას, მაგრამ თუკი დოზას გადააჭარბებთ, ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებთ.

ყველი: ადამიანები, რომლებიც დიეტას იცავენ, ყველზე ხშირად უარს ამბობენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი მსხვერპლზე ტყუილად მიდიან. კვლევამ აჩვენა, რომ ყველი სინამდვილეში წონაში დაკლებას უწყობს ხელს.

ყველი შეიცავს პროტეინებს, რომელიც გვეხმარება თავი დანაყრებულად ვიგრძნოთ და შიმშილის გრძნობაც ქრება. გარდა ამისა, მეცნიერებს სჯერათ, რომ ყველში შემავალი კალციუმი ეხმარება სხეულს, დაწვას გაცილებით მეტი ცხიმი. რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა დოზით შეიცავს ყველი ნაღებს.

მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს