ლვოვსა და კიევში სტალინის ძეგლი დადგეს, რომელიც შარდავს

ლვოვსა და კიევში სტალინის ძეგლი დადგეს, რომელიც შარდავს

ლვოვსა და კიევში იოსებ სტალინის ძეგლი დადგეს, რომელიც შარდავს. აქციის ორგანიზატორი უკრაინის პოლიტიკური ორგანიზაცია "საძმოა".

"ბრიუსელის სიმბოლო არის ბიჭი, რომელიც შარდავს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მისი საუკეთესო უკრაინული შესატყვისი, სწორედ "მშარდავი სტალინი" იქნებოდა", - განაცხადა "საძმოს" წარმომადგენელმა ვიტალი ჩერნიმ. მისი თქმით, მათ სტალინისადმი უკრაინის დამოკიდებულება და ის დაძაბულობა გამოხატეს, რომელიც ქვეყანაში 9 მაისს იგრძნობა.

ლვოვში დადგმული სტალინის ძეგლი ადამიანის სიმაღლისაა და მას ”შინელი” აცვია. თავი მუყაროს ქაღალდისგან, ტანი კი ხისგან არის დამზადებული. ფიგურა ოქროსფერი საღებავითაა შეღებილი. სასქესო ორგანოს ადგილას ძეგლს კათეტერი აქვს დამონტაჟებული, საიდანაც წყალი მოედინება. კიევში კი სტალინის ძეგლი ოქროსფერი "ფოლგისგან" არის დამზადებული.

"მიგვაჩნია, რომ თუ სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას, მისი ფორმა სწორედ ასეთი უნდა იყოს. არის მეორე ვარიანტიც, სტალინი და ჰიტლერი გვერდიგვერდ", - აცხადებს "საძმოს" წარმომადგენელი ვიტალი ჩერნი.

კითხვაზე, თუ რატომ დადგეს კონსტრუქცია ქუჩაში და არა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სტალინი ქალაქის ცენტრში დგომის ღირსი არაა.

ლვოვში ძეგლი დიდხანს არ ”გაუხარებიათ”. "საძმოს" წარმომადგენლებს უცნობები მიუახლოვდნენ, რომლებმაც თავი სამართალდამცავებად გაასაღეს და კონსტრუქცია დაშალეს.

როგორც ქალაქის მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, აქციალეგიტიმური არ იყო. ორგანიზაციას მათთვის აქციის ჩატარების ნებართვით არ მიუმართავს, ამიტომ ისინი ”ხულიგნობის” მუხლით დაისჯებიან.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სტალინის ძეგლი უკრაინის ოთხ ქალაქში - კიევში, ლვოვში, ოდესასა და დნეპროპეტროვსკში - უკრაინის კომუნისტურ პარტიას უნდა დაედგა. თუმცა პარტიაში აცხადებენ, რომ ეს განცხადება შავი პიარი და პოლიტიკური დივერსია იყო.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს