მსოფლიოს ყველაზე მახინჯი შენობები

მსოფლიოს ყველაზე მახინჯი შენობები

1. როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი, ოჰაიო: როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი, აშშ- ის შტატ ოჰაიოში ერის ტბის სანაპიროზე, ქალაქ კლივლენდში მდებარეობს.

შენობა მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური შემსრულებლების, პროდუსერებისა და ხელოვანების ისტორიას ინახავს, რომელთაც  განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მუსიკალურ ინდუსტრიაში.

შენობა შვიდსართულიანია. ნაგებობის წინ კი უზარმაზარი მინის პირამიდა დგას. კომპლექსის დიზაინი ცნობილ არქიტექტორს, იუჰ მინ პეის ეკუთვნის. მან აღიარა, რომ შენობის ერთმანეთთან შეუსაბამო ფორმებში ძალიან მცირე ჰარმონიაა.

2. Sharp Centre For Design, კანადა: ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი კანადაში, ტორონტოში მდებარეობს.

უჩვეულო და შეუხედავი დიზაინი არქიტექტორ უილ ოლსოპს ეკუთვნის, მასთან ერთად პროექტზე კიდევ რამდენიმე ადგილობრივი არქიტექტორი მუშაობდა.

შენობა უჩვეულო ფორმისაა. მის სახურავზე ოთხსართულიანი ერთგვარი კოლოფის ფორმის ნაგებობა დგას, რომელიც ფერად სვეტებს ეყრდნობა. კოლოფის ფორმის შენობა შავ-თეთრი კვადრატებითაა გაწყობილი. საზოგადოება შენობა ხშირად მაგიდას ადარებს.

მას უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის საერთაშორისო დონეზე. შენობა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს -  ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის ნამდვილი ინოვაციაა, ზოგიერთი კი თვლის, რომ საშინელებაა.

3. აოიამას ტექნიკური კოლეჯი, იაპონია: აოიამას ტექნიკური კოლეჯი, იაპონიაში, სიბუიაში მდებარეობს. მისი არქიტექტორი უატანაბე სეია.

კოლეჯს მკვეთრი კუთხეები აქვს. წითელი და ვერცხლისფერი კონტრასტული კუთხეები შენობას ლითონის ელფერს სძენს. ადამიანები ხშირად აცხადებენ, რომ შენობა მულტიპლიკაციური ფილმის რობოტ პერსონაჟს გავს. კოლეჯის საიტზე კი შენობას ასე აღწერენ: "ეს არის ქაოსისადმი შემწყნარებლობა".

4. "სპილოს კოშკი", ტაილანდი: სპილოს კოშკი ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში მდებარეობს.

შენობა უჩვეულო ფორმისაა და ქუჩის ყველა წერტილიდან კარგად აღიქმება. შენობის გარშემო დაბალსართულიანი სახლებია აშენებული და მათ ფონზე მისი უშნო ექსტერიერი კიდევ უფრო თვალშისაცემია. შენობა 32 სართულიანია და სიმაღლეში 102 მეტრს აღწევს. ის 1997 წელს ააშენეს. ტურისტები მას სპილოს ადარებენ.

მომზადებულია oddstuffmagazine.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს