გურჯაანში სამების სახელობის ტაძრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება. მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელის, იოსებ ქიტიაშვილის განცხადებით, ამჟამად ტაძრის შიდა ინტერიერის მოხატვა მიმდინარეობს.
"მშენებლობა, სავარაუდოდ 20 დღეში დასრულდება. ინტენსიურად მიმდინარეობს ასასვლელი კიბის ბაზალტის ქვით მოპირკეთება. პარალელურად მიმდინარეობს ეზოს მოწყობა ნიჩბისის ქვით. გვინდა, ტაძრის გახსნაზე პატრიარქი და პრეზიდენტი მოვიწვიოთ," - აცხადებს ქიტიაშვილი.