მონაკოს პრინცესა ვერ ორსულდება

მონაკოს პრინცესა ვერ ორსულდება

33 წლის ყოფილი მოცურავე, სამხრეთაფრიკელი ჩემპიონი, ახლა კი მონაკოს თავადის, 54 წლის ალბერ II–ის ცოლი შარლინ უიტსტოკი ღრმა დეპრესიაშია იმის გამო, რომ ვერ ორსულდება. როგორც გაირკვა, დაქორწინებამდე წყვილმა განსაკუთრებული კონტრაქტი გააფორმა.

კონტრაქტ­ის თანახმად, თუ უახლოეს მომავალში შარლინი მემკვიდრეს გააჩენს, შე­ძლებს თავისუფ­ლად გადაადგი­ლდეს მსოფლიოს მასშტაბით და განქორწინება და დიდი ფულადი კომპენსაციაც მოითხოვოს. პლეიბოი თავადთან ცხოვრება შარლინს დიდად არ მოსწონს და უბრალოდ ვალდებულია ბავშვი გააჩინოს, რომ მი­სგან თავისთვის ხელსაყრელი პირობებით გათავისუფლდეს.

როგორც კულუარებში ამბობენ, შარლინმა სასახლეში მის დაორსულებაზე სა­­უბარი აკრ­ძალა. შეიძლება იღიმოდეს კიდეც, მაგრამ შინაგანად სულ დაძაბული და იმედგაცრუებულია. უშვილობის თემა მისთვის ყოველდღიურად სულ უფრო მტანჯველი ხდება.

აღსანიშნავია, რომ ალბერ II-ს, თავად რენიე III-ისა და ცნობილი მსახიობის გრეის კელის ვაჟს, უკვე ჰყავს ორი შვილი, თუმცა ისინი კანონიერი მემკვიდრეები ვერ იქნებიან - უკანონოდ გაჩნდნენ. ალექსანდრი, 7 წლის, ალბერისა და სტიუარდესა ნიკოლ კოსტის რომანის შედეგად გაჩნდა. გარდა ამისა, ალბერს 20 წლის ქალიშვილი იასმინი ჰყავს უძრავი ქონების აგენტ ტამარა როტოლასგან. ალბერი ყოველთვის მექალთანე იყო და შარლინზე დაქორწინების პერიოდშიც კი აგორდა სკანდალი მისი მორიგი რომანის შესახებ, რამაც საპატარძლო აიძულა, ქვეყნიდან გაქცევა და ქორწილის ჩაშლა ეცადა, რაც გადააფიქრებინეს.

VOICI

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს