მოსკოვში "გოგოლის სახელობის ქალწულთა კლუბი" გაიხსნა

მოსკოვში "გოგოლის სახელობის ქალწულთა კლუბი" გაიხსნა

მოსკოვში "გოგოლის სახელობის ქალწულთა კლუბი" შეიქმნა. მსგავსი დაწესებულება რუსეთში ერთადერთია.

კლუბის ხელმძღვანელი 62 წლის ალინა ნიკოლაევნაა. მანვე გადაწყვიტა, რომ კლუბი სწორედ რუსი კლასიკოსის სახელობის ყოფილიყო, რადგან ცნობილია, რომ გოგოლს ქალებთან ურთიერთობა არ ჰქონია.

კლუბში ჯერ მხოლოდ 30-მდე ქალწულია გაერთიანებული. მათ შორის ყველაზე პატარა 17-ის, ხოლო ყველაზე დიდი - 43 წლისაა.

კლუბის მიზანი კეთილშობილი საპატარძლოების გაზრდა და შემდეგ მათი წარმატებით გათხოვებაა. კლუბის წევრებს მხოლოდ ერთი რამ მოეთხოვებათ - მათ არ უნდა დაკარგონ ქალწულობა ქორწინებამდე.

კლუბის წევრ ქალწულებს რეგულარულად უტარდებათ ფსიქოლოგიის ლექციები. მათ ასწავლიან მზარეულობას და "ქალურ ხრიკებს". ისინი გინეკოლოგიურ შემოწმებას ყოველ 5 თვეში ერთხელ გადიან, თუ რომელიმე გოგონა ქალწული არ აღმოჩნდება, კლუბიდან ირიცხება.

"ეს შინაბერების კლუბი სულაც არ არის. როდესაც ქალს 26 წელი უსრულდება, მისთვის საქმროს ძებნას ვიწყებთ", - განაცხადა არინა ნიკოლაევნამ.

პოტენციურ ქმრებს კლუბის წევრები ერთად არჩევენ. თუ საერთო თანხმობას მიაღწევენ, გასათხოვარ ქალწულს საქმროს აცნობენ.

დაფინანსებას "გოგოლის სახელობის ქალწულთა კლუბი" შემოწირულობებით იღებს. კლუბში აცხადებენ, რომ ამ საქმისთვის ყველაზე მეტ სახსრებს უცხოელები იმეტებენ.

"რუს კაცებს კაპიკს ვერ გააგდებინებ", - დაიჩივლა კლუბის ხელმძღვანელმა.

ასევე იხილეთ: ავსტრიაში სექსის სკოლა გახსნეს (ვიდეო)

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს