მეცნიერებმა საფრანგეთის სამხრეთით, გამოქვაბულ აბრი კასტანეში უძველესი ნახატები აღმოაჩინეს. მათი აზრით, ეს ნახატები ეროტიკული ხასიათისაა. ქვები დაახლოებით 37 000 წლისაა.
ერთ-ერთ მათგანზე წრე და მასში ჩახატული წერტილია გამოსახული, რომელიც მეცნიერთა აზრით, ქალის სასქესო ორგანო უნდა იყოს. პირველადი ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა ეს ნახატები ორინიაკის კულტურას მიაკუთვნეს. ეს კულტურა ჩვ. წ.აღ-მდე 37-28 ათასწლეულებში არსებობდა და მთელს ევროპაში იყო გავრცელებული.
უძველეს "ეროტიკულ ნახატებთან" ერთად, არქეოლოგებმა ცხოველების კბილები და სამუშაო და საბრძოლო იარაღიც აღმოაჩინეს.
მომზადებულია Proceedings of the National Academy of Sciences-ის მიხედვით.