ახალი ინვესტორი ლათურელებს თხილის ბაღებს ართმევს

ახალი ინვესტორი ლათურელებს თხილის ბაღებს ართმევს

ოზურგეთის რაიონში, დაბა ლაითურში მოსახლეობა ადგილობრივი ბიზნესმენის, ლევან თოიძის მიერ მიწის ნაკვეთის გაყიდვას აპროტესტებს. ლაითურელების განცხადებით, მათ გვიან გაიგეს, როგორ მიყიდა თოიძემ 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ებრაელ ბიზნესმენს. თოიძის განცხადებით, მან დაბა ლაითურში 49,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდა და მისი გაყიდვით არანაირი კანონი არ დაურღვევია. მოსახლეობის თქმით, ახალი ინვესტორი მათი გაშენებული თხილის ბაღების წართმევას აპირებს.

"მშიერ-მწყურვალი ვიყავით. აქაურობას ეკალ-ბარდი მოვაშორეთ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა დავიწყეთ. ათი წლის მერე გამოჩნდა ვიღაც და ამ მიწის ნაკვეთს გვართმევს. თოიძემ ისე გაყიდა ეს მიწა, ხალხს არაფერი გვკითხა. მოულოდნელად დაგვადგნენ თავზე და დაიწყეს შეღობვა. 4 000 მეტრ მიწას მართმევს ეს ახალი ინვესტორი", - აცხადებს ლაითურის მცხოვრები ნუნუ აბაშიძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა