საქართველომ ყაზახეთისთვის სუვერენული ვალის გადახდა შეაჩერა. ყაზახური სააგენტოს "ნიუსკაზ"-ის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის ფინანსთა მინისტრმა ბოლატ ჟამიშევმა ყაზახეთის პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია საბჭოთა პერიოდის შემდგომ ვალზე, რომელიც 20 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს.
ყაზახეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველომ აღებული ვალდებულებების შესრულება "პარიზის კლუბის" გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვიტა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის საერთაშორისო ვალების რესტრუქტურიზაცია მოხდა.
ბოლატ ჟამიშევმა აღნიშნა, რომ საქართველოს გარდა, მათ ვალების კუთხით ვითარება დასარეგულირებელი აქვთ ბელორუსთან და თურქმენეთთან.