სენტ-ლუისში Washington University მოხალისეებს ახალ ექსპერიმენტს სთავაზობს. მონაწილეებმა სამი თვის განმავლობაში სწრაფი კვების ობიექტებში უნდა მიირთვან საკვები და მათ ამ "გმირობის" სანაცვლოდ, 3 500 დოლარს გადაუხდიან.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებს პროექტის ფარგლებში სურთ დაადგინონ, მოიმატებენ თუ არა წონაში პროექტის მონაწილენი, რადგან მათ სისტემატურად მოუწევთ უხარისხო და ჯანმრთელობისთვის მავნე საკვების მიღება.
მონაწილეებს უფლება აქვთ, მიირთვან ნებისმიერი სახის საკვები, არ არიან შეზღუდულნი რაციონში.
"სწრაფი კვების პროდუქტებზე არჩევანის შეჩერებით, ჩვენ საშუალება გვექნება უკეთ განვსაზღვროთ იმ საკვების რაოდენობა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი ყოველ დღე დაუფიქრებლად მიირთმევს. ამ მარათონში უკეთ გამოვლინდება, რატომ სუქდება ზოგიერთი ადამიანი სწრაფად, ზოგიერთი კი - არა. გარდა ამისა, შევეცდებით დავაზუსტოთ, კონკრეტულად რა შემთხვევაში ვლინდება გულის, დიაბეტისა და სხვა პრობლემები; განვსაზღვრავთ, ყველა ჭარბწონიანი ადამიანის პრობლემაა თუ არა ეს დაავადებები", - ამბობს სემ კლეინი, უნივერსიტეტის წარმომადგენელი.
ექსპერიმენტში მონაწილეობა 18-დან 65 წლამდე ჯანმრთელ ადამიანებს შეუძლიათ; მკაცრი მოთხოვნაა, რომ არცერთი მათგანი არ უნდა ეწეოდეს სიგარეტს. საკვები უფასოა. პროექტის მონაწილებს ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს სამედიცინო დაზღვევა აუნაზღაურებთ. მათ წონაში დაკლებაში უნივერსიტეტის სპეციალური პროგრამა დაეხმარებათ.
მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.