ელისაბედ მეორის 91 წლის მეუღლეს ახალგაზრდა გოგონებზე რჩება თვალი

ელისაბედ მეორის 91 წლის მეუღლეს ახალგაზრდა გოგონებზე რჩება თვალი

დიდი ბრიტანეთის პრინცის, ფილიპის მეგობრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდობაში მას ლამაზი მანდილოსნები იზიდავდა, მაგრამ ფაქტია, 91 წლის ასაკშიც კი ვერ რჩება გულგრილი ქერა, ახალგაზრდა მანდილოსნების მიმართ.

რამდენიმე დღის წინ, პრინცი ფილიპი და დედოფალი ელიზაბეტ II ლონდონის გარეუბანში, ბრომლის რაიონში ხალხს ხვდებოდა. პრინცმა ფილიპმა თვალი ახალგაზრდა, ქერა მანდილოსანს დაადგა, რომელსაც წითელი კაბა ეცვა და კაბას მთელ სიგრძეზე "ელვა" მიჰყვებოდა. პაპარაცებმა პრინცი ფილიპი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის გვერდით მყოფ პოლიციელს მიუბრუნდა და მანდილოსანზე მიუთითა. კადრში ჩანს, თუ როგორ იცინის პოლიციელი. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რა წაუჩურჩულა პრინცმა ფილიპმა პოლიციელს. "დამაპატიმრებენ, თუკი ამ კაბის ელვას გავხსნი?"

ახალგაზრდა ქერა მანდილოსანი 25 წლის ჰანა ჯექსონია, რომელიც ბრომლის საბჭოში სკოლებისა და ტრანსპორტის საკითხს კურირებს.

მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს