უკრაინა რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს

უკრაინა რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს

ოფიციალური კიევი კვლავინდებურად იმედოვნებს, რომ რუსეთთან გაზის თაობაზე მოლაპარაკებებში წარმატებას მიაღწევს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს.

"ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ. მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ვითვალისწინებთ, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია", - აღნიშნა იანუკივჩმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეგადაცემაში სტუმრობისას.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა რუსულ გაზში ძალიან დიდ თანხას იხდის და ამის გამო იძულებულია ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვს. "ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება, უბრალოდ არ გვაქვს ზედმეტად გადასახდელი თანხა. თუ ახლა ვერ შევძელით მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ სხვა გზების ძიებას. ჩვენ უნდა ვეძებოთ რუსული გაზის ალტერნატივა", - დასძინა იანუკოვიჩმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ