ისრაელში, ქალაქ ტვერიაში უცნაური ინციდენტი მოხდა. პილოტმა საგანგებო დაშვება მხოლოდ იმიტომ განახორციელა, რომ ყავა დაელია და დაესვენა. ამ ამბავმა ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
დღის 11 საათზე რამდენიმე ადამიანმა დაინახა, რომ თვითმფრინავი სწრაფად კარგავდა სიჩქარეს და ეშვებოდა. მათ ჩათვალეს, რომ ის დაზიანდა და სამაშველო სამსახურს დაურეკეს, თუმცა ადგილზე მისულ მაშველებს პილოტმა განუცხადა, რომ თვითმფრინავი გამართულია და რეისი მხოლოდ იმიტომ შეწყვიტა, რომ დაესვენა.
ამასთან, პილოტი დარწმუნებულია, რომ ყველა წესის დაცვით მოქმედებდა, რადგან მას თვითმფრინავის დასმის უფლება მისცეს.
მართალია ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, მაგრამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მომზადებულია NEWSru Israel-ის მიხედვით.