ლაგოდეხში 50- წლოვანი ხეების მოჭრას აპირებენ

ლაგოდეხში 50- წლოვანი ხეების მოჭრას აპირებენ

ლაგოდეხში, ცენტრალურ მოედანზე არსებულ პატარა სკვერში ხეების მოჭრა იგეგმება. მოსახლეობა შიშობს, რომ 50-წლიანი ხეების განადგურების შემდეგ დასასვენებელი ადგილი ფუნქციას დაკარგავს. ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვან.

ხეების შესაძლო მოჭრას არ ადასტურებს მუნიციპალიტეტის გამგეობა, თუმცა ახალი დასასვენებელი სკვერის მოწყობა რომ უკვე გადაწყვეტილია, ამას გამგებელი დიმიტრი ლოლაძეც ადასტურებს. ტენდერი გამოცხადებულია, ის ძველი სკვერის რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები  2 კვირაში უნდა დაიწყოს.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა