მუნიციპალური განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა "ფეისბუქში" საკუთარი ხეხილის ბაღის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით "ჩემია, ჩემიიი". აღმოჩნდა, რომ გორის რაიონის სოფელი კვარხეთი, სადაც თანამედროვე სისტემით გაშენებული ბაღი მდებარეობს, უკიდურესად გაჭირვებულია.
სოფელში არც სარწყავი წყალია და არც ნორმალური გზა, მხოლოდ ჩინჩილაკაშვილის ძვირადღირებული სარწყავი სისტემით აღჭურვილი ბაღი წარმოადგენს ოაზისს. ადგილობრივი მოსახლეობა ადასტურებს, რომ ელიტური ბაღები მთავრობის წევრებს ეკუთვნით.