მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი ავსტრალიელი ჯინა რაინჰარტია

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი ავსტრალიელი ჯინა რაინჰარტია

ჟურნალ BRW-ს ვერსიით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი ავსტრალიელი ჯინა რაინჰარტია. მისი ქონება ბოლო მონაცემებით, 29.2 მლრდ ავსტრალიურ დოლარს შეადგენს, რაც 28.4 აშშ დოლარის ექვივალენტია.

ჯინას ქონება მხოლოდ გასული წლის განმავლობაში 18.87 მლრდ დოლარით გაიზარდა.

ამ თანხის დაგროვება ჯინამ სამთომოპოვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინვესტორის ჩართვით და რკინის მადანზე ფასების ზრდის შედეგად შეძლო.

მისმა კომპანიამ Roy Hill-მა რომელიც პილბერში მდებარეობს, დიდი მოგება ნახა. 2012 წლის მარტში კორეულ-იაპონურმა კონცერნმა ამ კომპანიის აქციათა 30%-ში 3.53 მლრდ დოლარი გადაიხადა.

პირველად ჯინა მილიონერთა სიაში 1992 წელს მამის, ლენგ ჰენკოკის გარდაცვალების შემდეგ მოხვდა. მაშინ მისი ქონება 75 მლნ დოლარს შეადგენდა.

Forbes-ის მონაცემებით, ჯინას ქონება ამჟამად მხოლოდ 18 მლრდ დოლარს შეადგენს.

მომზადებულია BRW-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს