ჰიდროლოგები უახლოეს დღეებში საქართველოს პატარა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნებს არ გამორიცხავენ. ჰიდროპროგნოზირების განყოფილების უფროსის, ქეთევან წიკლაურის განცხადებით, შემდეგი სამი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმები, რამაც შესაძლოა, ქვეყნის პატარა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები გამოიწვიოს. წყალმოვარდნები განსაკუთრებით კახეთშია მოსალოდნელი, თუმცა განსაკუთრებულ წყალდიდობებს არ ელოდებიან.