გორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ 5 მლნ ლარს მთლიანად შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" აითვისებს. მისი მფლობელი შოთა აბულაძე შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის, გიორგი კვიწინაძის სიმამრია. ხოლო შოთა აბულაძის შვილი, გიორგი აბულაძე კი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ზაზა გოროზიას პირველი მოადგილე.
"ვინ გეკითხებათ, რა ნათესაობა მაქვს! თქვენ გზების რეაბილიტაცია გაინტერესებთ თუ ჩემი ნათესავები", - ასე პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს ვიცე-გუბერნატორი, გიორგი კვიწინაძე.