თუ ბრიტანეთის სამეფო წყვილს ქალიშვილი შეეძინებათ, იგი დედოფალი გახდება

თუ ბრიტანეთის სამეფო წყვილს ქალიშვილი შეეძინებათ, იგი დედოფალი გახდება

16 ქვეყნის ლიდერი, რომლებიც ბრიტანული მონარქიის მმართველობას აღიარებენ, ტახტის ასვლის 300 წლიანი კანონის შეცვლაზე შეთანხმდა. ამიერიდან მამრობით სქესს ტახტზე ასვლისას უპირატესობა აღარ მიენიჭება.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას პირველი გოგონა შეეძინებათ, იგი გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრე გახდება. დედოფალი ელიზაბეტ II ტახტზე  60 წლის წინ მხოლოდ იმის წყალობით ავიდა, რომ მას ძმები არ ჰყავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი წესები ბრიტანეთში ოფიციალურად ჯერ არ დაკანონებულა, ის ფაქტობრივად უკვე მოქმედებს. პრინც უილიამის ქალიშვილი კანონის დამტკიცებამდეც რომ გაჩნდეს, ის დედოფალი გახდება.

დიდ ბრიტანეთში ამ ცვლილებებს კმაყოფილნი შეხვდნენ.

ბრიტანეთის მონარქია ვრცელდება 16 დამოუკიდებელი ქვეყანაზე. ესენია - გრენადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იამაიკა, ბარბადოსი, ბაჰამი, კანადა, პაპუა ახალ გვინეა, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, სანდა ლუჩია, გრენადინესი, ბელიზი, ანტიგვა და ბარბადოსი და ნევისი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს