მისურის შტატში ძლიერმოქმედ საძილე საშუალება "პროპოფოლს" სასიკვდილო განაჩენის აღსრულების დროს, დამნაშავეებს ინექციის სახით გაუკეთებენ.
ძლიერ საანესთეზიო საშუალებას, რომელიც მაიკლ ჯექსონის ტრაგიკული სიკვდილის მიზეზი გახდა, ამიერიდან აშშ-ში სასიკვდილო განაჩენის აღსრულებისთვის გამოიყენებენ.
მისურის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ძველი მეთოდი - ე.წ "ტეხასურ კოქტეილი" შეცვალოს. "ტეხასური კოქტეილი" ძლიერმოქმედი დასაძინებელი სამი საშუალების ნარევია.
ამჟამად მისურიში სასიკვდილო განაჩენს 19 დამნაშავე ელის. როდის დაიწყება ”პროპოფოლის” ფართო გამოყენება, უცნობია.
ლეგენდარული მუსიკოსი მაიკლ ჯექსონი ლოს-ანჯელესში საკუთარ სახლში პროპოფოლის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა. მომღერლის სიკვდილზე პასუხისმგებლობა მის პირად ექიმს კონრად მიურეის დააკისრეს, რომელსაც 2011 წლის ნოემბერში არაგანზრახ მკვლელობისთვის 4 წელი მიუსაჯეს.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.