კასპში მიკრო-ავტობუსების მძღოლებს კასპის პოლიციის სამმართველოში პირადობის მოწმობები და მართვის მოწმობები მიატანინეს. კოალიცია "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ხათუნა თათანაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი 27 მაისს დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
ანალოგიურ ფაქტებზე საუბრობენ გორშიც. შპს "მესაჭის" ავტოსადგომზე პირად საუბარში ადასტურებენ, რომ ისინი მკაცრად გააფრთხილეს, 27 მაისისთვის რეისები არ შეესრულებინათ.