რა მოხდა ქუთაისში აღლუმის დასრულების შემდეგ?

რა მოხდა ქუთაისში აღლუმის დასრულების შემდეგ?

აღლუმის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის მერთან, გიორგი თევდორაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

მოსახლეობა: გენაცვალე, მიშა, გენაცვალე, მოგვწონს პარლამენტი.

მოხუცი კაცი: მიყვარხარ, მიშა, მოდი, ჩაგეხუტები!

პრეზიდენტის დაცვა: გაუშვით ბაბუ პრეზიდენტთან.

ბავშვები: მიშა, მიშა, მოდი ჩვენთან, მიშა.

დაცვა: ხალხი, დაიხიეთ უკან! ბიჭებო, ზურგით დადექით, ამ ხალხს აქ რა უნდა. ხალხი გადავიდა იქეთ, გადავიდა!

პრეზიდენტისკენ წერილით ხელში ხანდაზმული ქალბატონიც მიემართება, მაგრამ დაცვის წევრი მასთან არ უშვებს და ძალის გამოყენებით გარეთ აგდებს.

დაცვა: გაიყვანეთ აქედან ეს მეოცნებე და გარეთ გააგდეთ.

სრული ვერსია

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა