გორში, სტალინის მოედანზე საფეხბურთო გუნდ "დილას" ფანებთან შეხვედრა მოუწყვეს. გუნდს საგანგებო სცენაზე "ჯეოსტარის" ვარსკვლავები და ჯგუფი "ფრანი" სიმღერით შეეგებნენ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფანები შეხვედრაზე გორის რაიონის სოფლებიდან 12 მიკროავტობუსით ჩამოიყვანეს. ჟურნალისტების თვალწინ გორის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი, კახა ტოლიაშვილი თანამშრომლებს ურეკავდა - დროზე მოდით, გამგებელმა დაგინახოთო.