Skellig Michael-ი, რომელიც ირლანდიურ ენაზე მაიკლის კლდეს ნიშნავს, ფრიალო კლდეებიანი კუნძულია, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. მონასტერი კლდის მწვერვალზეა აგებული.
VII საუკუნეში კუნძულზე ქრისტიანული მონასტერი დააარსეს, რომელიც მომდევნო 600 წლის მანძილზე ირლანდიის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. მონასტერში ირლანდიელი ქრისტიანი ბერები ცხოვრობდნენ. ბერები ქვის "სკებში" ბინადრობდნენ. დაახლოებით, მე-12 საუკუნეში კლიმატის ცვლილებამ კლდეს დაღი დაასვა; ოკეანეში გახშირებულმა გრიალებმა, რომელიც კუნძულს განადგურებით ემუქრებოდა, ბერები აიძულა კონტინენტზე გადასულიყვნენ. მე-16 საუკუნემდე შენობები გარემონტდა. თუმცა, ტერიტორიაზე სამონასტრო ცხოვრება აღარ აღმდგარა.
დღეს კუნძულს უამრავი ტურისტი და პილიგრიმი სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ევროპაში საკმაოდ კარგად არის ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისაღწევი მონასტერია. 1996 წელს მონასტერი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.







მომზადებულია amusingplanet.com- ის მიხედვით.