ოპოზიციური სპექტრის გააქტიურების პარალელურად ოზურგეთში პოლიციის ფარული მობილიზება დაიწყო. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში სპეცდანიშნულების რაზმების შექმნა დაიწყო. რამდენიმე დღეა, რაც გურიის პოლიციაში სპეცდანიშნულების მანქანებიდან დიდი რაოდენობის ხელკეტებს ტვირთავენ.
"აქციების დასაშლელად მობილიზაციას იწყებენ", - აცხადებენ ადგილობრივები.