ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მთებში მწყემსი გარდაიცვალა. ოჯახი ცხედრის გამოსვენებას დამოუკიდებლად ვერ ახერხებს და დახმარებას მთავრობას სთხოვს.
ოჯახის წევრთა განცხადებით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა. იმის გამო, რომ საძოვრებამდე სამანქანო გზა არ არსებობს, მის გამოსვენებას რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ.